
2022 წლის ოქტომბრიდან მოსკოვი აყალიბებს მოქმედების ახალ ყველაზე საშიშ გზას - განახლებულ შეჭრას ჩრდილოეთ უკრაინაში, რომელიც შესაძლოა კიევზე იყოს მიმართული. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში წერს.
ექსპერტების თქმით, ეს გზა შეიძლება იყოს რუსული საინფორმაციო ოპერაცია ან შესაძლოა, ასახავდეს რუსეთის პრეზიდენტის რეალურ განზრახვებს. ექსპერტების თქმით, ამ ვარაუდს ამყარებს ბელარუსში რუსეთის გაძლიერების მტკიცებულებები, თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვი აქტიურად ამზადებს დამრტყმელ ძალას ბელარუსში.
ISW ისევ იმეორებს თავის შეფასებას, რომ ამ ზამთარს ბელარუსიდან უკრაინაში ფართომასშტაბური შეჭრა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ამბობს, რომ ეს არის შესაძლებლობა სერიოზულად უნდა აღიქმებოდეს.
ანგარიშში, ასევე, აღნშნულია, რომ პუტინის მოახლოებული შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან 26-27 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში, ხელს შეუწყობს რუსეთის საინფორმაციო ოპერაციას, მაშინაც კი, თუ ის პირდაპირ არ დაუჭერს მხარს მისთვის მზადებას.