
ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე -პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის თქმით, პუტინმა უკვე წააგო ომი, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს.
"პუტინმა უკვე წააგო ომი. ის ცდებოდა უკრაინელების გამძლეობაზე. ვერავინ ბედავს მისთვის სრული სიმართლის თქმას, მათ შორის მისი ჯარის მდგომარეობის შესახებ. ჰიტლერმაც წააგო ომი 1943 წლის ბოლოს, მაგრამ ეს კიდევ ორი წელი გაგრძელდა. პუტინი ჩვენს წინააღმდეგ იარაღად იყენებს ენერგიას, ისევე როგორც მიგრაციას, რადგან იცის, რომ ჩვენ დაუცველები ვართ ამ ორ საკითხში. იმ იმედით, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებშიც მან მრავალი წლის განმავლობაში ჩადო ინვესტიცია, მოიპოვებენ მეტ პოლიტიკურ ძალაუფლებას წევრ ქვეყნებში", - თქვა ტიმერმანსმა.
მისი თქმით, ერთადერთი, რამაც შესაძლოა შეცვალოს რუსეთის კურსი, არის "გაცნობიერება იმის, რომ დასავლეთი არ ნებდება, მიუხედავად ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენებისა".