
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საშობაო მიმართვაში უკრაინას "სამართლიანი მშვიდობა" უსურვა.
ტრადიციულ საშობაო მიმართვაში, მან თანამოქალაქეებს, უკრაინის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
"სანამ მშვიდობა არ დადგება, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი მათ, ვინც თავდასხმის, მუქარისა და ჩაგვრის ქვეშ იმყოფება. რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, ომის დაბრუნება ევროპაში, უკრაინელების საშინელი ტანჯვა, ასევე საომარი მოქმედებების ესკალაციის შიში, ეს ყველაფერი. აშინებს ბევრ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში", - ნათქვამია შტაინმაიერის განცხადებაში.
როგორც მან აღნიშნა, წელს გერმანელების მთავარი სურვილია, რომ მშვიდობა კვლავ დადგეს. მისი თქმით, ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ უკრაინელებს, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა.