უკრაინა ომის ქარცეცხლში | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ომის დაწყებიდან 300 დღე გავიდა. ამ სამასი დღის განმავლობაში კი ყველასთვის მოულოდნელად სრულიად ახალი უკრაინის და ახალი ევროპის დაბადების მოწმენი გავხდით. ქვეყანამ, რომლის 72 საათში სრულ ოკუპაციას რუსულ პროპაგანდასთან ერთად ბევრი ევროპელი ლიდერიც პროგნოზირებდა, არათუ გაძლო, არამედ, სამასი დღის შემდეგ არც ერთი რაშისტის ჭაჭანება აღარაა კიევის ოლქში, ხარკოვის რეგიონში, ხერსონში და უკრაინის დეოკუპაცია კვლავ წარმატებით გრძელდება.

ამ ომში რუსეთმა უკვე დაკარგა 100 000 ჯარისკაცი. თავი დაკარგა რუსულმა პროპაგანდამაც, რომელიც ზელენსკის მასხარად აცხადებდა, ხელში კი რეალურად წლის ადამიანი შერჩათ. მთელი უკრაინა ის კერკეტი კაკალი გამოდგა, რომელზეც ახლა კრემლის სისტემა იმსხვრევა. მაგრამ ამ 300-მა დღემ საქართველოსთვისაც ბევრი რამ გამოაჩინა. როგორც ჩვენი დროის გმირები, ვინც თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის უკრაინულ ფრონტზე წავიდნენ, და ისინიც, ვინც პირადი გამორჩენისა თუ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად არიან დე ფაქტო კაპიტულაციასაც მოაწერონ ხელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი