ქრისტიანული სამყაროს უდიდესი ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. მათ შორის უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაც. წელს პირველი შობა იყო უკრაინაში, რომელიც 25 დეკემბერს აღნიშნეს.
წლევანდელი შობა სხვა მხრივაც გამორჩეულია ამ ხალხისთვის. ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე უკრაინელი ჯარისკაცები ამ ცივ ღამესაც იარაღით ხელში იცავენ სამშობლოს და იცავენ თავისი შვილების მომავალს. მაგრამ შობის ღამე მაინც განსაკუთრებულად თბილია, რომელსაც საზეიმო განწყობასთან ერთად საშობაო სიმღერებიც ათბობს.
მათ შორის ერთ ურკაინული სიმღერაცაა, ძალზე საინტერესო ისტორიით. სიმღერა, რომელიც მთელმა მსოფლიომ იცის, თუმცა ძალიან ცოტამ მისი უკრაინული ფესვების შესახებ. ეს სიმღერაც თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო.