ჩინეთში Covid 19-ის ახალი ტალღა დაიწყო. უცხოური მედიის ცნობით, საავადმყოფოები გადატვირთულია და რიგ ქალაქებში, მათ შორის პეკინში, შანჟენში, შანხაისა და ჩუნცინში უკონტროლო ვითარებაა.
მანამდე, 24 დეკემბერს CNN-მა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეპიდემიის გავრცელების ტემპმა მაქსიმუმს მიაღწია და ბოლო 20 დღის განმავლობაში 250 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, რაც მოსახლეობის 18%-ია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეპიდემიის სწრაფი გავრცელების მიზეზი Covid 19-თან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებაა. არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ჩინეთის მთავრობამ ჯანდაცვის კომისიას ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება დაავალა.
იხილეთ ასევე: