გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად | მარკ ფეიგინის მიმართვა მსოფლიოს

გამოქვეყნდა:

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგ ტვიტს ავრცელებს და მსოფლიოს მისი მხარდაჭრისკენ მოუწოდებს.

"2023 წლის 4 იანვარს, გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად! მოვუწოდებთ ყველას, წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში არსებულ, საქართველოს საელჩოებთან. [შეიკრიბეთ] ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან", - წერს ფეიგინი. 

მანამდე კი, ფეიგინმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად კონკრეტული გეგმა ჰქონდა

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფეიგინს წერილი მისწერა, სადაც მესამე პრეზიდენტი წერდა, რომ პუტინმა მისი ციხეში მოკვლის ბრძანება გასცა. წერილი უფლებადამცველმა Twitter-ზე დადო და აღნიშნა - "თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება".

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი