წლის ბოლომდე რუსებს სურთ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწიონ - მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტების მიზანია კალენდარული წლის ბოლომდე მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარებს.

მისი თქმით, ახლა ქალაქი ბახმუტი უკრაინის "აღმოსავლეთის ციხეა", სადაც მტერს ყველაზე მეტი ტექნიკა და იარაღი აქვს განლაგებული.

მალიარიმ აღნიშნა, რომ ბახმუტში უკრაინულ მხარეს ჰქონდა მცირე წინსვლა - "დღეს მტერი ცდილობს ქალაქის ალყაში მოქცევას, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი