მიხეილ სააკაშვილთან შვილი, ედუარდ სააკაშვილი არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილთან დღეს მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი არ შეუშვეს. მიზეზი ოფიციალურად უცნობია .მესამე პრეზიდენტის პალატა უკვე დატოვა გიული ალასანიამ. მას პენიტენციურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შვილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეუშვეს. რა იგულისხმება უსაფრთხოებაში, ეს მესამე პრეზიდენტის ოჯახისთვის გაურკვეველია:

"გამკაცრებულია წესები ვირუსების თუ რაღაცის გამო, მაგრამ ედუარდის შემთხვევაში არ ვიცი...ძალიან ელოდებოდა თავის შვილს, რომლითაც ამაყობს" ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, დღეიდან ვივა მედში, მიხეილ სააკაშვილის მნახველებისთვის ახალი რეგულაციები მოქმედებს, გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მესამე პრეზიდენტის პალატაში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი