
უკრაინამ რუსი ოლიგარქისა და ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობრის, ალიშერ უსმანოვის ქონება დააყადაღა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პუტინის ახლო მეგობარს 166 000 ტონა რკინის საბადო ჩამოერთვა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც დაახლოებით 1,8 მილიარდი გრივნაა.
გარდა ამისა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოღებული რკინის საბადო უკრაინის საზღვაო პორტების ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიწისქვეშა საწყობები აღმოაჩინეს.
ნაპოვნი ნედლეულის პარტია, ალიშერ უსმანოვის კომპანიას ეკუთვნის. უსმანოვს სანქციები უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ, ასევე აშშ-მ და ევროკავშირმა დაუწესა.
რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ცდილობდნენ ფარული რკინის მადნის უკანონოდ გადატანას საზღვაო გემებით რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ დაიგეგმა წიაღისეულის გადატანა მეტალურგიული მრეწველობისა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საჭიროებებზე დამპყრობლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
კორუფციული და სხვა დანაშაულებებით მოპოვებული ქონების იდენტიფიკაციის, ძიების და მართვის ეროვნულ სააგენტოში (ARMA) ამოღებული ნედლეულის გადაცემის საკითხი წყდება.