
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და შესაკეთებლად.
"ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან იქადე, ვიდრე საჭირო იქნება. უკრაინელებს წინ მძიმე ზამთარი ელით და ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ G7-თან და სხვა პარტნიორებთან უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების, შეცვლისა და დაცვის მიზნით" - წერს ბლინკენი