
იტალია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას განიხილავს და ქვეყნისთვის დამატებით 10 მილიონი ევროს გამყოფას გეგმავს.
ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა და დაწერა, რომ იტალიის პრემიერმა, ჯორჯა მელონმა მას, განუცხადა, რომ უკრაინის ცის დასაცავად, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებებას განიხილავს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ მადლობას უხდის იტალიას მხარდაჭერისთვის და დამატებითი 10 მილიონი ევროს გამოყოფისთვის.