
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გათავისუფლებულ ხერსონში საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს.
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს თქმით, რუსებმა დაბომბეს ადგილი, სადაც 2 ბავშვი დაიბადა.
გარდა ამისა, სარაკეტო იერიშამდე ექიმებს საკეისრო კვეთის გაკეთების დრო ჰქონდათ. დაწესებულებაში ამჟამად 5 ქალია.
დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა.