
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევგენი იენინი აცხადებს, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში 700-ზე მეტი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დააზიანა.
"შეჭრის დაწყებიდან 702 კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზარალდა. საუბარია გაზსადენებზე, ელექტროქვესადგურებზე, ხიდებზე და ა.შ." - თქვა მან.
უწყება ამბობს, რომ ზოგადად რუსეთის თავდასხმების შედეგად 35 000-ზე მეტი ობიექტი განადგურდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამბობს, რომ სადღესასწაულო პერიოდში ისევაა სარაკეტო თავდასხმების საფრთხე.