"არასწორია, რომ პოლიტიკური თავდასხმების დროს უფლებადამცველებმა თანამდებობის პირები უნდა დაიცვან" | ლომჯარია

გამოქვეყნდა:

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ არასწორ პრაქტიკად ყალიბდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებები, რომ პოლიტიკური თავდასხმების დროს უფლებადამცველებმა თანამდებობის პირები უნდა დაიცვან.

ლომჯარიას თქმით, უფლებადამცველების ფუნქცია არ არის ძალაუფლებაში მყოფი პირების დაცვა მოქალაქეებისგან თუ პოლიტიკური ოპონენტებისგან.

"ერთი განმარტება მინდა გავაკეთო როგორც ყოფილმა სახალხო დამცველმა - უფლებადამცველების ფუნქცია არ არის ძალაუფლებაში მყოფი პირების დაცვა მოქალაქეებისგან თუ პოლიტიკური ოპონენტებისგან, რაც არ უნდა მწვავე იყოს ოპონირება, ზეწოლა თუ პოლიტიკური თავდასხმა. რა თქმა უნდა, როდესაც ზეწოლა უკანონო ფორმებს იღებს ეს სხვა საკითხია, მაგრამ, ძალიან არასწორ პრაქტიკად ყალიბდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებები, რომ პოლიტიკური თავდასხმების დროს უფლებადამცველებმა თანამდებობის პირები უნდა დაიცვან.

უფლებების დაცვა ნიშნავს ძალაუფლების მქონე პირებისგან ძალაუფლებაში არ მყოფი პირების, ანუ სუსტების დაცვას. საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში, მას იმხელა ძალაუფლება აქვს, იმდენი კონსტიტუციური ბერკეტი (იქნება ეს იუსტიციის საბჭოში გადამწყვეტი წევრის დანიშვნა, შეწყალება, საკონსტიტუციო სამართალწარმოება, ვენეციის კომისიისადმი მიმართვა, ვეტოს უფლება და ა.შ) რომ მას თავისუფლად შეუძლია მმართველი პარტიის წევრებზე აქეთ მოახდინოს ზეწოლა.

ეს პოსტი მხოლოდ პრეზიდენტზე არაა, სახალხო დამცველობის დროს მეც ხშირად მთხოვდნენ მინისტრების, თუ მმართველი პარტიის წევრების დაცვას, რაც უფლებადამცველების არასწორი გაგება და ამ ცნებით მანიპულაციაა. ვფიქრობ, რომ ხელი არ უნდა შევუწყოთ ამ არასწორ განმარტებას", - წერს ნინო ლომჯარია. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი