"არანაირი „სამშვიდობო გეგმა“ არ განხორციელდება" | დანილოვის პასუხი პესკოვს

გამოქვეყნდა:

"არანაირი „სამშვიდობო გეგმა“ არ განხორციელდება" - ასე უპასუხა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას "სამშვიდობო გეგმასთან" დაკავშირებით, რომელმაც უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისკენ 
მოუწდა.

"არ არსებობს რეალობა, რომელშიც არის "ახალი ტერიტორიები რუსეთის ფედერაციაში". დროა გამოვიდნენ კრემლის მოსაუბრეები ინფორმაციული დელირიუმის მდგომარეობიდან. რუსეთის ფედერაციის რეალობაა სირცხვილი, დამარცხება და დაშლა. გავითვალისწინოთ ეს რეალობა, არანაირი „სამშვიდობო გეგმა“ არ განხორციელდება“, - დაწერა დანილოვმა Twitter-ზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი