დილიდან უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაში ამოქმედდა

გამოქვეყნდა:

დღეს, 29 დეკემბერს, დილიდან მთელ უკრაინაში საჰარო განგაში ამოქმედდა.

საჰაერო თავდასხმის განგაში მოქალაქეებს აფრთხილებს შესაძლო დარტყმების შესახებ.

დილის 6 საათზე, საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა უკრაინის დედაქალაქ კიევში, ასევე ხერსონისა და მიკოლაივის სამხრეთ რეგიონებში, ჟიტომირის დასავლეთ რეგიონში.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ Telegram-ზე დაწერა - "დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა! გთხოვთ, წადით თავშესაფარში!".

უკრაინის მიმართულებით რაკეტები შავ ზღვაზე მყოფი გემებიდან ხდება, იტყობინება კრივი რიჰის უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვილკული Telegram-ზე.

ჯერჯერობით დადასტურებული თავდასხმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი