საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს - არესტოვიჩი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლი, ოლექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა, თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს. ამ თემაზე მან რუს უფლებადამცველ, მარკ ფეიგინთან გადაცემაში ისუბრა. 

მისი განცხადებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა, რომ არაფერი ითქვას ექსპერტიზის დასკვნაზე.

"ევროპელების გადმოსახედიდან, საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით ამტკიცებს რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს და საქმეში მის დემონსტრირებას არ ახდენს. ევროპაში შეიძლება ბევრი რამე მოხდეს, თუმცა ადამიანის მიზანმიმართული მკვლელობა წამების გზით?! მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა. ტოქსიკოლოგიური  ექსპერტების დასკვნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. ყველამ ყველაფერი იცის და თავიანთი შეფასება აქვთ. ჯერჯერობით არაოფიციალურად, თუმცა ევროპარლამენტმა ამ საკითხს სეროზული შეფასება გაუკეთა. მათ კოლექტიური აზრი გამოთქვეს.

როდესაც გაქვს შესაძლებლობა ადამიანისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, თუმცა ციხეში ის ფაქტიურად სიკვდილამდე მიგყავს, ევროკავშირის ღირებულებს აშკარად არ შეესაბამება. თუ მოქმედი ხელისუფლება თავს უფლებას მისცემს ასე ბრუტალურად დაარღვიოს ევროპული ღირებულებები, ნათელია რომ ამას ევროპიდან შესაბამისის შეფასებები მოჰყვება", - თქვა არესტოვიჩმა. 

ცნობისთვის, მანამდე რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი ინიციატივით გამოვიდა, 4 იანვარს სხვადასხვა ქალაქებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართოს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი