ლუკაშენკომ ქვეყნის სამხრეთით, სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენის აკრძალვა აპრილამდე გაახანგრძლივა

გამოქვეყნდა:

ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენის აკრძალვა აპრილამდე გაახანგრძლივა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინაზე ამ მიმართულებით სარაკეტო დარტყმის საფრთხე გაზაფხულამდე რჩება - ამის შესახებ მონიტორინგის ჯგუფი,  „ბელარუსული გაიუნი“ იტყობინება.

„ბელარუსის საჰაერო სივრციდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის საფრთხე რჩება მინიმუმ სამი თვის განმავლობაში“, - განაცხადეს დამკვირვებლებმა.

ბელარუსის სამხრეთით ფრენები ლუკაშენკოს ხელისუფლებამ რუსეთის  უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეს - 2022 წლის 24 თებერვალს აკრძალა. 

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ოკუპანტები სწორედ ბელარუსის სამხრეთ რეგიონებიდან უშვებენ რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების მიმართულებით. მონიტორინგის ჯგუფის გათვლებით, ომის დროს ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქების მიმართულებით სულ მცირე 721 რაკეტა გაუშვეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი