ომში მყოფი ქვეყნის სახელისუფლებო ვერტიკალი ოფიციალურ თბილისს კიდევ ერთხელ მიმართავს. უკრაინის მთავარი მოთხოვნაა - არ მოკლან წამებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე.
ვოლოდიმერ ზელენკის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნებით მსოფლიო მასშტაბით საპროტესტო აქციებს ანონსებს. ოლექსეი არსეტოვიჩი და რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი მოქალაქეებს სხვა და სხვა ქვეყნიდან მოუწოდებენ 4 იანვარს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მივიდნენ და "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებები გააპროტესტონ.