საფრანგეთის სასამართლომ, კოლაბორაციონიზმსა და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაში ბრალდებული უკრაინელი ოლიგარქი ჟევაგო დააკავა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის სასამართლომ უკრაინელი მილიარდერი და ყოფილი სახალხო დეპუტატი, კონსტანტინე ჟევაგო დააკავა, რომელიც კოლაბორაციონიზმსა და რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მუშაობაშია ეჭვმიტანილი.

ბიზნესმენი უკრაინული მხარის მოთხოვნით 28 დეკემბერს საფრანგეთის ალპებში დააკავეს. ჟევაგოზე სისხლისსამართლებრივი დევნა წელიწადზე მეტია გრძელდება.

საფრანგეთის ქალაქ შამბერის სააპელაციო სასამართლო უკრაინელი ბიზნესმენის კონსტანტინე ჟევაგოს ექსტრადიციას 5 იანვარს განიხილავს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი