"მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა რომ უკრაინაში ყოფილიყო, ზელენსკის ომის მოგებაში დაეხმარებოდა" | უკრაინული მედია

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა უკრაინაში რომ ყოფილიყო, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამ ომში გამარჯვებაში დაეხმარებოდა" - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში, რომლის სრული ჩანაწერიც დღეს, 30 დეკემბერს გამოქვეყნდება.

ჟურნალისტის კითხვაზე: "უკრაინიდან საქართველოში რომ არ წასულიყავით და 2022 წლის თებერვალში კიევში ყოფილიყავით, რას გააკეთებდით? როგორ ხედავთ თქვენს მონაწილეობას ამ ომში სხვადასხვა ვითარებაში?"

მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: "პირველ რიგში, ვიქნებოდი პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, რომელსაც ვთვლი ყველაზე გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწედ ჩერჩილის შემდეგ. მასთან შედარებით, რეიგანი და ტეტჩერი ნერვიულად ეწევიან გვერდით. ამავე დროს, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გამოვიყენებდი ჩემს მრავალრიცხოვან კავშირებს უკრაინის მხარდაჭერისთვის...

საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ დავიწყებია არც სამხედროები. ამბობს, რომ მას ფრონტის ხაზზე მყოფ მებრძოლებთან მუდმივი კომუნიკაცია ექნებოდა. 

"მეორეც, გამუდმებით მივდიოდი ფრონტის ხაზზე, დავეხმარებოდი როგორც უკრაინელ, ისე ქართველ ჯარისკაცებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა ჯარისკაცებმა კოლექტიური მიმართვა ჩაწერეს, სადაც დაბადების დღე მომილოცეს, თუმცა ერთი წუთითაც არ მავიწყდება ის ფაქტი, რომ ომში უკვე 35-მა მათგანმა გაწირა თავი, მათ შორის შვიდმა ბახმუტის ფრონტზე, ასევე ჩემი ბევრი  უკრაინელი მეგობარი დაიღუპა ან დაიჭრა.

ხერსონის მახლობლად გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და პატიოსანი ადამიანი, რომელსაც ვიცნობ, ჩემი თანაშემწე ვოლოდიმირ ჩავრიგი. ჩემი ერთადერთი პირადი მცველი და მხოლოდ მეგობარი, მიხეილ ბატურინი, ბახმუტთან მძიმედ დაიჭრა. ეს არის ფასი, რომელსაც უკრაინა და ყველა ჩვენგანი ვიხდით. მე თვითონ 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს და ამით ვამაყობ", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი