ღამით რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს კიევს - უკრაინამ 5 ირანული დრონი ჩამოაგდო

გამოქვეყნდა:

რუსეთმა პარასკევს გამთენიისას კიდევ ერთხელ შეუტია უკრინის დედაქალაქ კიევს, სადაც მაცხოვრებლებს მოუწოდეს გადასულიყვნენ თავშესაფრებში, რადგან ქალაქში სირენები ჩაირთო. ეს ხდება ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში ომის დაწყების შემდე, ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

Reuters-ის ცნობით, 2:00 საათის შემდეგ კიევის საქალაქო ხელისუფლებამ ტელეგრამზე გაავრცელა მესიჯი საჰაერო თავდასხმის სირენების შესახებ.

კიევის ოლქის გუბერნატორმა Telegram-ზე განაცხადა, რომ "დრონების თავდასხმა" მიმდინარეობს. რამდენიმე საათის შემდეგ მან თქვა, რომ თავდასხმა მიზანმიმართული იყო ინფრასტრუქტურაზე და რომ მსხვერპლი არ ყოფილა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 5 ირანული დრონი შევიდა კიევის საჰაერო სივრცეში და ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. უწყება ამბობს, რომ ერთ-ერთმა დრონმა ადმინისტრაციული შენობა დააზიანა გოლოსევსკის რაიონში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი