"უკრაინის თავდასხმები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე აბსოლუტურად ლეგალურია... ყველას აქვს თავის დაცვის უფლება" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა, გერმანიასა და ალიანსის დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდა, გააგრძელონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რადგან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა. 

"შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, მათ შორის უკრაინასაც" - ამბობს სტოლტენბერგი.

გარდა ამისა სტოლტენბერგის თქმით, მიმდინარეობს დიალოგი NATO-ს მოკავშირეებსა და უკრაინას შორის კონკრეტული სარაკეტო სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის გადაცემული აქვთ შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები. მათ შორისაა HIMARS-ს სარაკეტო სისტემები, არტილერია და დრონები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი