"რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსმა ოლიგარქებმა 95 მლრდ დოლარი დაკარგეს" | The Guardian

გამოქვეყნდა:

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსმა ოლიგარქებმა 95 მილიარდი დოლარი დაკარგეს. 

The Guardian-ის ცნობით, დაწესებული სანქციების გამო, ოლიგარქებს ყოველი დღე 330 მილიონი დოლარი უჯდებოდათ. ყველაზე დიდი დანაკარგი კი რომან აბრამოვიჩმა მიიღო - მისი ქონება 57%-ით, 7,8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 

ენერგეტიკული ინვესტორისა და პუტინის ახლო მეგობრის, გენადი ტიმჩენკოს ქონება 48%-ით, 11,8 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული. რუსეთის პრეზიდენტის კიდევ ერთმა მოკავშირემ, სულეიმან კერიმოვმა კი ქონების 41% დაკარგა. მისი ამჟამინდელი ქონება 9 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი