ტყვეების მორიგი გაცვლა | უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 140 მოქალაქე დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა - უკრაინამ 140 ადამიანი დააბრუნა. 

ერმაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინელები ახალი წლის ღამეს არა მხოლოდ იგერიებენ მტრის სარაკეტო თავდასხმებს, არამედ სახლში აბრუნებენ მოქალაქეებს.

"ახალი წლის ღამეს ჩვენ არა მხოლოდ ვიგერიებთ მტრის სარაკეტო თავდასხმებს, არამედ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს. პატიმართა მორიგი დიდი გაცვლა წარმატებით განხორციელდა,  უკრაინის 140 მოქალაქე  სახლში ბრუნდება" - წერს ერმაკი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი ომის დაწყების დღიდან დღემდე, რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 3 400 უკრაინელი სამხედროა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი