რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას განაგრძობს | დაიღუპა 1, დაშავდა 20-მდე პირი

გამოქვეყნდა:

ახალი წლის ღამეს რუსეთმა უკრაინის ქალაქებს რამდენიმე სერიის რაკეტა ესროლა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევში დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, მათგან 14 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში 2 სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობაც დაზიანდა.

ქალაქ ხმელნიცკის ხელმძღვანელის, სერგეი გამალის თქმით, დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.

რაც შეეხება ზაპოროჟიეს, სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათგან 1 რეანიმაციაშია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინაში 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მათგან 12 ჩამოაგდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი