რუსეთმა ბოლო 24 საათში კიდევ 750 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 3 იანვრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 108 190;
  • ​ტანკი - 3 036;
  • ჯავშანტექნიკა - 6 100;
  • საარტილერიო სისტემა - 2 033;
  • სარაკეტო სისტემა - 424;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 214;
  • თვითმფრინავები - 283;
  • ვერტმფრენი - 270;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 839;
  • საკრუიზო რაკეტები - 723;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 735;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 181

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი