
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 452 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 876-ზე მეტი, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა 2 იანვრის მდგომარეობის მიხედვით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა:
დონეცკის რეგიონში - 429, ხარკოვის ოლქში - 268, კიევის ოლქში - 117, ჩერნიგოვის ოლქში - 81, ლუგანსკის ოლქში - 65, მიკოლაევის ოლქში - 81, ხერსონის ოლქში - 74, ზაპოროჟიეს ოლქში -78 ლასტროვის ოლქში - 64, დნეპროპეტროვსკის ოლქი 34, ლასტროვის ოლქში - 68.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 3 126 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 337 სრულად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.