
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, თავდაცვის ძალები მტერს თავს დაესხნენ ხერსონის სოფელ ჩულანოვკასთან, რის შედეგადაც მტრის დანაკარგებმა შეადგინა 500-მდე დაჭრილი და დაღუპული.
გარდა ამისა, უწყება ამბობს, რომ 1 იანვარს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლების მიდამოში ცეცხლი გაუხსნეს რუსების პირად შემადგენლობას. უკრაინის ცნობით, მოწინააღმდეგის დანაკარგები ამ დრომდე ზუსტდება.
გენშტაბის ცნობითვე, გასული დღის განმავლობაში უკრაინამ ჩამოაგდო მტრკის ვერტმფრენი Ка-52 და 3 სადაზვერვო BPLA ტიპის „ორლან-10“.