
რუსეთში ბანკებს უთხრეს, რომ სესხებზე ვადაგადაცილების მქონე კაცებს სამხედრო კონტრაქტის გაფორმება შესთავაზონ. ინფორმაციას უკრაინული მედია საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება InformNapalm-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ფინანსურმა ინსტიტუტებმა შესაბამისი წერილი, რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ელვირა ნაბიულინასგან მიიღეს.
"რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, ელვირა ნაბიულინამ, გაუგზავნა ბანკებს წერილი მოთხოვნით, მოიწვიონ მოვალეები და გამოძახონ მობილიზაციისთვის 2023 წლის იანვარში, შესთავაზონ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის ხელშეკრულების გაფორმება", - ნათქვამია შეტყობინებაში.
გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემოთავაზებულია პოლიციის გამოძახება და ვიდეოს გადაღება.