"მოთხოვნა რუსებისგან მოვიდა" - თურქული მედია "აზოველებისა" და მედვედჩუკის გაცვლის დეტალებს ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

თურქული მედია პუტინის ნათლიმამის, ვიქტორ მედვედჩუკისა და აზოვის ბატალიონის 5 წევრის გაცვლის დეტალებზე წერს.

გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, გაცვლის ინიციატორი რუსეთი იყო, პროცესის ორგანიზების თაობაზე კი მოლაპარაკებები თურქეთის დაზვერვის მონაწილეობით გაიმართა.

"მოთხოვნა რუსებისგან მოვიდა და როცა უკრაინელები შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები თურქეთში, ანკარაში გაიმართა, რომელსაც ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ უმასპინძლა. მოლაპარაკებებს დრო დასჭირდა.
რუსებმა დააყენეს პირობა, რომ აზოვის ბატალიონის 5 მეთაური თურქეთში დარჩებოდა და უკრაინა წინადადებას დათანხმდა." წერს თურქული გამოცემა.

წყაროზე დაყრდნობით,  Hurriyet-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ანკარაში დათქმულ დროს დაჯდა ორი თვითმფრინავი: რუსეთიდან ჩაიყვანეს აზოველი ტყვეები, უკრაინიდან კი - მედვედჩუკი.

"დაშვების შემდეგ, თურქეთის დაზვერვის მეთვალყურეობის ქვეშ, უკრაინელი ოფიციალური პირები ავიდნენ რუსულ თვითმფრინავში, ხოლო რუსი ოფიციალური პირები - უკრაინულ თვითმფრინავში, რათა გასაცვლელი პირების და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინათ.

მას შემდეგ თურქეთის სტუმრები არიან აზოვის ბატალიონის მეთაურები.

- მას შემდეგ შეთანხმება არც ერთ მხარეს არ დაურღვევია" წერს Hurriyet

შეგახსენებთ, მედვედჩუკისა და აზოველების გაცვლა გასული წლის სექტემბრის ბოლოს მოხდა. რუსული ტყვეობიდან გათავისუფლდნენ ბატალიონის მეთაურები. შეთანხმებისამებრ, ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი