დაიღუპა და დაიჭრა 260-მდე სამხედრო, განადგურდა საბრძოლო მასალის 2 საცავი, ტექნიკა - უკრაინის გენშტაბი ზაპოროჟიეზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 2 იანვარს, ზაპოროჟიეს რეგიონის ოთხ დასახლებაში წარმატებული შეტევა განახორციელეს. უწყების ცნობით, მტრის მხარეს დაიჭრა და დაიღუპა 260-მდე ადამიანი.

"მტრის დამარცხება დადასტურდა 2 იანვარს ზაპოროჟიის რაიონის დასახლებების ტოკმაკის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის, პოლოგისა და ვასილიევკას დასახლებების რაიონებში: განადგურდა საბრძოლო მასალის 2 საცავი, 10-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. განადგურდა ოკუპანტების განლაგების 2 პუნქტი, ლიკვიდირებული და დაჭრილია 260-მდე შეიარაღებული სამხედრო", - ამბობს გენერალური შტაბი. 

3 იანვარს გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რუსების დანაკარგები ხერსონის რაიონის სოფელ ჩულაკოვკასთან, რამაც შეადგინა 500-მდე დაღუპული და დაჭრილი სამხედრო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი