რუსეთის საკუთარ სამხედროებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მაკიივკაში დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს მისივე ჯარისკაცები დაადანაშაულა ტელეფონის უკანონოდ გამოყენებაში, რამაც მაკიივკაში უკრაინის ზუსტი თავდასხმა გამოიწვია. უწყებამ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა. 

მანამდე სამინისტრო ამბობდა, რომ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი იყო 63 რუსი ჯარისკაცი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოთხი უკრაინული რაკეტა მოხვდა დონეცკის ოლქის ქალაქ მაკიივკაში, პროფესიული კოლეჯის შენობას, სადაც რუსული ყაზარმა იყო. სამინისტრო ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა თავდასხმის მთავარ მიზეზად სამხედროების მიერ მობილური ტელეფონების უკანონო, მასობრივი გამოყენება სახელდება.

"ამ ფაქტორმა მტერს საშუალება მისცა თვალყური ედევნებინა და განესაზღვრა ჯარისკაცების ადგილმდებარეობის კოორდინატები სარაკეტო დარტყმისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინულმა დარტყმამ მაკიივკაზე "მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი