"ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი ბატონ-პატრონები გადაისვრიან ბრძოლაში ყველაფერს, რაც მათ დარჩათ და ყველას, ვისი შეკრებაც შეუძლიათ, იქნებ როგორმე სიტუაციის შებრუნება და დამარცხების ცოტათი გადავადება შეძლონ. ჩვენ უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. ამისთვის ვემზადებით. ტერორისტები უნდა დამარცხდნენ. მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი უნდა იყოს. ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის".
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეო მიმართვაში.