რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკვე 109 720 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 5 იანვრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 109 720;
  • ​ტანკი - 3 041;
  • ჯავშანტექნიკა - 6 108;
  • საარტილერიო სისტემა - 2 051;
  • სარაკეტო სისტემა - 426;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 215;
  • თვითმფრინავები - 284;
  • ვერტმფრენი - 271;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 844;
  • საკრუიზო რაკეტები - 723;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 759;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 182.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი