
რუსეთი შორი მოქმედების ავიაციის რელოკაციას ახორციელებს და ისინი უკრაინის საზღვარზე მდებარე საჰაერო ბაზებისგან შორს, შორეული აღმოსავლეთისკენ გადაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური ავრცელებს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის განცხადებაზე დაყრდნობით.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის ეს ქმედება მოჰყვა 2022 წლის 5 და 26 დეკემბერს უკრაინელების მიერ ენგელსის საჰაერო ბაზის დაბომბვას, რომლის შედეგადაც რამდენიმე ვერტმფრენი დაზიანდა.
ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთი შორი მოქმედების ავიაციის გამოყენებას მაინც შეძლებს უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად, რადგან მის ტექნიკას 5,000 კილომეტრ მანძილზე შეუძლია მოქმედება. თუმცა დაშორებული მანძილი დამატებით ტექნიკურ სტრესს დაუმატებს მის გამოყენებას და კიდევ გაზრდის ფრენის შეზღუდული საათების რაოდენობას.