მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი "საშინაო კონფლიქტში" მონაწილე მხარეებს "საშობაო ზავის" დამყარებისკენ მოუწოდებს. მიმართვა რუსეთის ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის პატრიარქს, რომელიც პუტინის მხარდამჭერია უკრაინა საერთოდ არ ახსენა.
"მივმართავ ყველა მხარეს, რომელიც მონაწილეობს შიდა კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით <…> 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებლები დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს და ქრისეტს შობის დღეს", - ნათქვამია მიმართვაში.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პატრიარქმა მისი ქვენის ქმედებები არაერთხელ გაამართლა.