ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინისთვის Bradley -ის ტიპის საბრძოლო მანქანების გაგზავნას განიხილავს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინაში Bradley -ის ტიპის საბრძოლო მანქანების გადაცემას განხილავს.

ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე განიხილება თუ არა Bradley-ის ჯავშანტექნიკა უკრაინისთვის, ბაიდენმა უპასუხა: "დიახ"

Bradley არის ჯავშანმანქანა, რომელიც შექმნილია ბრძოლის ველზე ჯარების გადასაყვანად. იგი შეიარაღებულია რამდენიმე სხვადასხვა იარაღით ეკიპაჟის დასაცავად და სამიზნეებზე თავდასხმისთვის.

CNN აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკამ, შესაძლოა, Bradley-ის გადაცემა უკრაინისთვის მომდევნო დახმარების პაკეტის ფარგლებში გამოაცხადოს.

ეს იქნება სამხედრო აღჭურვილობის პირველი ახალი ნაწილი, რომლის უკრაინაში გაგზავნასაც აშშ დათანხმდა, დეკემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის შემდეგ.  

ვიზიტისას აშშ-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს. Patriot ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განვითარებული სისტემაა, რომელიც ვაშინგტონმა კიევს ამ დრომდე გადასცა. თუმცა ვიზიტისას ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას კიდევ მეტი დასჭირდებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ასევე თქვა, რომ მომდევნო დღეებში აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტს გამოაცხადებს.

შეერთებულმა შტატებმა წარსულში უკრაინას მიაწოდა სხვა ჯავშანტექნიკა, მათ შორის ნაღმების რეზისტენტული ჩასაფრების (MRAP) მანქანები და ჯავშანტექნიკა. აშშ-მა ასევე დააფინანსა საბჭოთა პერიოდის T-72 ტანკების განახლება.

CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის მოთხოვნის მიუხედავად, ამ დროისთვის აშშ არ არის მზად M-1 Abrams-ის ტანკების გაგზავნისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი