
"ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაინტერესებულია ბახმუტთან მარილისა და თაბაშირის საბადოებზე კონტროლის დამყარებით - წერს Reuters.
თეთრ სახლში მაღალი რანგის წყაროს დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ არსებობს ნიშნები, რუსეთისა და პრიგოჟინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტით „გატაცება“ ფულადი ინტერესით არის გამოწვეული.
„აშშ ფიქრობს, რომ... პრიგოჟინი... დაინტერესებულია მარილზე და თაბაშირზე კონტროლის მოპოვებით... ქალაქ ბახმუტთან ახლოს მდებარე მაღაროებიდან“, -აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, უკვე თვეზე მეტია განსაკუთრებულად მწვავე ბრძოლაა დონბასში. ბახმუტის მიმართულებით რუსებს სერიოზული დანაკარგები აქვთ.