Ramstein-8 - 2023 წლის პირველი შეხვედრა 20 იანვარს იგეგმება

გამოქვეყნდა:

რამშტეინის ფორმატის მომდევნო, რიგით მერვე შეხვედრა, 20 იანვარს არის დაგეგმილი. ეს იქნება აშშ-ს ხელმძღვანელობით უკრაინის თავდაცვის საკითხებზე კონტაქტური ჯგუფის პირველი შეხვედრა 2023 წელს.

ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დადგება უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების კოორდინაციის საკითხი, კერძოდ, ქვეყნისთვის ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებისა და პატრიოტის საზენიტო სარაკეტო სისტემების მიწოდება.

შეხვედრისთვის მზადების ფარგლებში, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა ეს საკითხი უკვე განიხილა თავის ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან.

შეგახსენებთ, რომ რამშტეინის ფორმატში წინა, მეშვიდე შეხვედრა 16 ნოემბერს შედგა. აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების, MLRS-ის ჭურვების, ლულის არტილერიისა და ზამთრის ფორმების მიწოდება.

"რამშტეინის" ფორმატის პირველი შეხვედრა გასული წლის 26 აპრილს გაიმართა. ამ ფორმატის ფარგლებში 40-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები განიხილავენ უკრაინის კოლექტიური მხარდაჭერისა და დახმარების საკითხებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი