"საშობაო ზავის" დროს, რუსეთის მიერ ბახმუტის დაბომბვისას დაშავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა - დაღუპულია 2

გამოქვეყნდა:

"საშობაო ზავის" დროს, რუსეთის მიერ ბახმუტის დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.  უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 6 იანვარს, პუტინის მიერ გამოცხადებული "საშობაო ზავის" დაწყების შემდეგ, რუსულმა ძალებმა ბახმუტის საცხოვრებელი უბნები დაბომბეს.

გენერალური პროკურატურის მონაცემებით, დაღუპულია 66 წლის კაცი და 61 წლის ქალი. 13 ადამიანს კი ნაღმის ფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებები და ჭრილობები აქვს. გარდა ამისა, დაზიანებულია კერძო და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები, მათი ნაწილი სრულად განადგურდა.

უკრაინის პროკურატურა მომხდარს ომის დანაშაულად მიიჩნევს. უწყებამ უკვე დაუწყო გამოძიება შესაბამისი მუხლით.

შეგახსენებთ, პუტინმა 6-7 იანვარს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა "საშობაო ზავის" მოტივით. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრემლს სურს შობა  საფარველად გამოიყენოს

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი