
საქართველოში მცხოვრები ქალი ეძებს უკრაინელ შვილიშვილს, ილია ტრიშენკოს, რომელიც აზოვში სამხედრო კორესპონდენტია და რუსებმა მძევლად აიყვანეს. ირკვევა, რომ მისი ადგილსამყოფელი, რამდენიმე თვეა, უცნობია, - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ერთი შეკითხვა მაქვს, ჩემი ძალიან ახლობლის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ასაკოვანი ადამიანია, შვილიშვილი დაიბადა უკრაინაში, სამხედრო კორესპონდენტი იყო აზოვში, სახელად ილია ტრიშენკო, აიყვანეს რუსებმა მძევლად და რამოდენიმე თვეა მისი ადგილსამყოფელი უცნობია, მის პატრონს მეტი არავინ ჰყავს. მამა ახალგაზრდა გარდაეცვალა და დედამ მარტო გაზარდა. ბებიამისმა დამირეკა და მკითხა, თუ არის შესაძლებელი ინფორმაციის გავრცელება ქართულ ტელევიზიაში, როგორც დაკარგულის. სასოწარკვეთაში არიან და დაბნეულები, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.