მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთი იტყუება მაშინაც კი, როცა ფრონტის ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ამ დღეებში მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რუსეთი იტყუება მაშინაც კი, როცა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საკუთარი განცხადებებით ამახვილებს ყურადღებას.

ხერსონის დაბომბვა შობის დადგომისთანავე, თავდასხმები კრამატორსკზე და დონბასის სხვა ქალაქებზე, იყო მიზანმიმართული და ეს ხდებოდა ზუსტად მაშინ, როდესაც მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობდა. მხოლოდ უკრაინის გაძლიერება, მხოლოდ უკრაინის წარმატებები, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მხოლოდ ჩვენი ხალხის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან არის მშვიდობის აღდგენის გარანტია და ჩვენ დღითი დღე ვუახლოვდებით ამას". 

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეო მიმართვის დროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი