რუსები ძალიან ეფექტურად გაიქცევიან ყირიმიდან - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ანექსირებული ყირიმი გათავისუფლება დროის საკითხია და რომ რუსები გაიქცევიან, როცა ეს ტერიტორია უკრაინის სრულ საცეცხლე კონტროლის ქვეშ იქნება.

"თუ ჩვენ გავათავისუფლებთ ლუგანსკის, დონეცკის ან ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიას, მაშინ ყირიმი უკრაინის სრული ცეცხლის კონტროლის ქვეშ მოექცევა. არ მესმის, რას გააკეთებენ იქ რუსები.
ისინი მიხვდებიან, რომ უნდა გაიქცნენ. რადგან რუსეთი უკვე მზადაა გაქცევისთვის, უბრალოდ, ტოტალური ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობიდან ჯერ არ გამოსულან. მერე გამოვლენ,  მიმოიხედავენ და მიხვდებიან: ან გაიქცევი, ან მოკვდები", - თქვა პოდოლიაკმა. 

პოდოლიაკმა რუსებს უწოდა ფარა, რომელიც მივიდა მინდორაზე, რომელსაც ამ ფარის გათხელება ეფექტურად შეუძლია. მისი თქმით, რუსები "ძალიან ეფექტურად გაიქცევიან ყირიმიდან", რადგან აგებ მაშინ, როცა მარტო ხარ, უკრაინა კი მარტო არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი