კვირას რუსებმა ბახმუტსა და სოლედარში ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

გამოქვეყნდა:

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკის ოლქში ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსებმა ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. კიდევ ორი დაშავდა. 

მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს ბახმუტსა და სოლედარში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსები ამ ორ ქალაქს ინტენსიურად უტევენ, რათა მათი დაკავების შემთხვევაში წინ წაიწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან მიახლოების გეგმაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი