
ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის ივნისიდან რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ამოცანების შესასრულებლად, სავარაუდოდ, გამოიყენეს მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელი Su-57.
როგორც დაზვერვა აღნიშნავს, Su-57 არის ყველაზე მოწინავე მეხუთე თაობის ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავი რუსეთში, რომელიც აღჭურვილია სტელსის ტექნოლოგიითა და თანამედროვე ავიატონიკით, შესაბამისად რადარების მიერ მისი გადაადგილების დაფიქსირება საკმაოდ რთულია.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, სუ-57-ით ოპერაციები, სავარაუდოდ, შემოიფარგლებოდა რუსეთის ტერიტორიის თავზე ფრენით და უკრაინაში შორი მანძილზე მოქმედი რაკეტების გაშვებით.
ამ ტექნიკის დახმარებით, რუსები თავიდან იცილებენ თვითმფრინავის განადგურებით მიღებულ რეპუტაციულ და მატერიალურ ზიანს.
ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ Su-57-ები ახტუბინსკის საჰაერო ბაზიდან მოქმედებენ, რადგან ეს ერთადერთი ბაზაა, სადაც Su-57-ის ტიპის თვითმფრინავები შენიშნეს. მათ მიერ გავრცელებულ ფოტოებში ახტუბინსკის ბაზაზე ხუთი ასეთი ტექნიკა ჩანს.