რუსებმა ხარკოვის ოლქში ბაზარი დაბომბეს - დაიღუპა ერთი, დაშავდა 7 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო ავრცელებენ ცნობებს, რომ დღეს დილით რუსებმა ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა შევჩენკოს ბაზარზე მოხდა, რომლის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების რეგიონული ცენტრი ამბობს, რომ სულ დაშავებული 7 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის 13 წლის გოგო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი