"უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაახანგრძლივებს" | პესკოვი

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უკრაინელების ტანჯვას მხოლოდ გაახანგრძლივებს, თუმცა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გეგმებს ვერ შეცვლის. 

"იარაღის მიწოდება უკრაინელ ხალხს ტკივილს მოუტანს და მათ ტანჯვას გაახანგრძლივებს, თუმცა, პრინციპში, ის სპეციალური სამხედრო ოპერაციის გეგმებს ვერ ცვლის", - ამბობს პესკოვი. 

პესკოვი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარიზი კიევს ფრანგულ ჯავშანმანქანებს, ან AMX-10RC ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს:

"ნაკლებად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მხოლოდ საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ კოლექტიურმა ევროპამ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსსმა და აშშ-მა უკვე შეიტანეს ათობით მილიარდი დოლარი უკრაინაში იარაღის მიწოდებით", - თქვა მან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი