კიევში რუსული "ტროლების ქარხნის" თანამშრომლები დააკავეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში რუსული "ტროლების ქარხნის" თანამშრომლები დააკავა.

უწყების ცნობით, კიევში, სოციალურ ქსელებში პრორუსული ინფორმაციის გავრცელებისთვის, ორი ადგილომბრივი მცხოვრები დააკავა. ისინი მთავარ წყაროდ, პრორუსული ბლოგერის, იური პოდოლიაკის არხს იყენებდნენ. 

СБУ-ს ინფორმაციით, ისინი ცდილობდნენ, სხვა მონაწილეების გაწევრიანებას „ტროლების ქარხნის“ საქმიანობაში და ასევე, ასობით ბოტის ანგარიშს სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი